მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  თებერვალი  2018

    როგორი იქნება ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ ( ფოტო )

    როგორი იქნება ორბელიანის მოედანი რეკონსტრუქციის შემდეგ

    არსებული შენობების ფასადებს ჩაუტარდება სრული აღდგენა-რესტავრაცია კერძოდ: თავიდან მოეწყობა ან აღდგენილი იქნება ბათქაში, სხვადსხვა სირთულის
    არქიტექტურული დეტალები და კარნიზები. ფასადები დამუშავდება და შეიღებება ფასადის საღებავებით. შეიცვლება ხის ფანჯრის ბლოკები, ხის დეკორატიული ელემენტები და ჭედური მოაჯირები აივნებზე. შეიცვლება ზოგიერთი შენობის სახურავი. ტროტუარებზე დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები, დამზადებული ბაზალტისა და გრანიტის ქვებისაგან. მთლიანად შეიცვალება სადრენაჟე და სანიაღვრე ქსელები. სარეკონსტრუქციო სამუშაოები ასევე ითვალისწინებს 150 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობას.  ( აღწერილია სამშენებლო კომპანია ანაგის ვბ გვერდზე )

     

     

    ​ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარს შეადგენს. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

     

    ტეგები


პარტნიორები