სიახლეები
-
08 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
კახეთში სასტუმრო “Akhasheni Wine Resort” იხსნება
სასტუმროების მმართველ კომპანია HORECA Management Group-სა და „კახეთის ტრადიციულ მეღვინეობა“-ს( KTW) შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. როგორც ცნობილია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასტუმრო “Akhasheni Wine Resort” -ს ხსნის. სასტუმროს გახსნა იგეგმება 2018 წლის გაზაფხულზე.სასტუმროს გახსნის ორგანიზებას და მენეჯმენტს კომპანია HORECA Management Group განახორციელებს.
როგორ HORECA Management Group-ის დირექტორმა ბ-ნმა გიორგი პაპიაშვილმა განაცხადა, სასტუმროში დაცული იქნება საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტები.ასევე მოეწყობა ღვინის მარანი, რესტორანი, ქართული კუთხე, საცურაო აუზი და ა.შ. სასტუმროში დასაქმდება 35-დან 40-მდე ადგილობრივი კადრი.
სასტუმროს მშენებლობა KTW-მ საქართველოს ბანკისა და DCFTA-ის პროექტის დაფინანსებით 7 თვის წინ დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ ლარია.
კახური ტრადიციული მეღვინეობა ჰოლდინგური ორგანიზაციაა. ის წარმოდგენილია მაღალი სტანდარტის სარესტორნო ობიექტებით, როგორიცაა ქართული ღვინის პალატა, თადეოზ გურამიშვილის მარანი და ველისციხის ვერანდა.ახაშენის სასტუმროს გახსნის ორგანიზატორი კომპანია HORECA Management Group-ი წარმოადგენს სასტუმროების და რესტორნების მმართველ კომპანიას და მომხმარებელს სთავაზობს სასტუმროს და რესტორნის გახსნის ორგანიზების სრულ სპექტრს.
კომპანიას სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება და უკვე მრავალი წარმატებულად განხორციელებული სასტუმრო პროექტი აქვს.ტეგები