სიახლეები
-
08 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი ,,THOUSE.GE ზე 2017 წლის ყველაზე მოთხოვნად კომპანიად გამოვლინდა
სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი THOUSE.GE ზე 2017 წლის ყველაზე მოთხოვნად კომპანიად გამოვლინდა
სტატისტიკა გამოქვეყნებულია thouse.ge ის 300 ზე მეტ სამშენებლო კომპანიას შორის იხილეთ ვრცლად:
THOUSE.GE - ვრცლად აღწერს კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ:
"ORBI GROUP" წარმოადგენს საქართველოში ლიდერ სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას. კომპანია მშენებლობის პროცესში მსოფლიო ბრენდებთან ერთად იყენებს საკუთარ ადგილობრივ წარმოებას: ქარხანა "ORBI BETONI" აღჭურვილია თანამედროვე ევროპული მოწყობილობებით, და მოცულობის მიხედვით — რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესია მაღალი ხარისხის და ევროპული სტანდარტების ბეტონის წარმოებაში. ასევე "ORBI GROUP"-ს აქვს საკუთარი ქვის სამსხვრევი ქარხანა.
ORBI Twin Tower
„ორბი ჯგუფის“ გრანდიოზული პროექტი ბათუმში - საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი „Twin Tower”, რომელიც აერთიანებს ორ 45 სართულიან კორპუსს, სადაც 4 500 სასტუმრო ნომერი განთავსდება. კომპლექსი „Twin Tower“ მსოფლიოში მე-6 ადგილზეა სასტუმრო ნომრების რაოდენობის მხრივ. ეს არის გრანდიოზული მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 120 მილიონი დოლარია. სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და 19 თვეში დასრულდება, მშენებლობის პროცესში 1500, ხოლო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, 3000 ადგილობრივი დასაქმდება.
სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მის ტერიტორიაზე განთავსდება- კაზინო, რესტორნები, კაფეები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, ღია და დახურული აუზები, ღია და დახურული ტერასები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სამედიცინო ცენტრი, სპა-სალონი, კეთილმოწყობილი ეზო, საბავშვო სათამაშო მოედნები, საკონფერენციო დარბაზები და ავტოსადგომები.THOUSE.GE - ის მშენებლობის დაწყების ვიდეო კადრები: ღამის კადრები
მშენებლობის დაწყების ვიდეო კადრები: დღის კადრებიTWIN TOWER - ის მშენებლობის ფოტო კადრები
ORBI BEACH TOWER
ORBI Beach Tower - ორბი ჯგუფის პროექტი, რომელიც ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვიდან 50 მეტრის დაშორებით შენდება, დასრუება 2018 წელს არის დაგეგმილი
ახალი ბულვარი ქალაქის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. 6 კილომეტრიანი მონაკვეთი ზღვისპირა ზოლში 2011 წელს გაშენდა, რითაც ბათუმის ბულვარი ევროპაში ყველაზე გრძელი გახდა. ესპანელი არქიტექტორების ეს ამბიციური პროექტი ლანდშაფტური დიზაინის სტილის ეტალონი გახდა. აქ ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს ბავშვთა გასართობი ობიექტები, გასაოცარი ქანდაკებები, თანამედროვე მხატვრების ინსტალაციები, მოცეკვავე შადრევნები, ღამის კლუბები და რესტორნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები.
THOUSE.GE - ის ფოტო კადრებიORBI PALACE BAKURIANI
ORBI Palace — არის ახალი სასტუმრო ტიპის კომპლექსი რომლის მშენებლობა ბაკურიანში დაკსვნით ეტაპზეა
ახალ პროექტში განთავსდება რამდენიმე კაფე და პაბი, აუზი, სპა, ფიტნეს-ცენტრი, გასართობები ბავშვებისთვის. ასევე გათვალისწინებულია კომუნალური მომსახურების სრული პაკეტი: დაცვა, დასუფთავება, ტექნიკური მომსახურება და კონსიერჟი 24 საათიან რეჟიმში. თხილამურის მოყვარულებისთვის გათვალისწინებულია სპეციალური გასახდელი ოთახი.
ბაკურიანი საქართველოს მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტია. იგი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ცნობილ საკურორტო ქალაქ ბორჯომს ესაზღვრება. ბაკურიანის მოსახლეობა 2 500 ადამიანს შეადგენს. დასახლება ცნობილია მინერალური და წყაროს წყლებით, აქ მდებარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ბაღი. მთის სუფთა ჰაერი და ულამაზესი ხედები ტურისტებს ერთნაირად ხიბლავს და იზიდავს ზამთარსა და ზაფხულშიც.
ორბი ჯგუფს დასრულებული აქვს გრანდიოზული პროექტები ბათუმში, როგორებიც არის:
ORBI SEA TOWERS
ORBI RESIDENCE
ORBI PLAZA
ფოტო THOUSE.GE : გადაღებულია TWIN TOWER -ის მიმდებარედ, საიდანაც კარგად ჩანს SEA TOWER -ის და ტალღოვანი RESIDENCE - ის პროექტი.
დეტალური ინფორმაცია ორბის პროექტების შესახებ
ტეგები