სიახლეები
-
08 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში სამშენებლო ნებართვა დენდროლოგიური პროექტის გარეშე აღარ გაიცემა
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადებაზე და ის მერიასთან შეათანხმოს. მშენებელი ვალდებული იქნება სამშენებლო სამუშაოების შესახებ საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს.
როგორც თბილისის მერმა, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემისას, თბილისის მერიის ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო გახდება. კერძოდ, სამშენებლო ნებართვის მიღებით დაინტერესებულ პირს დენდროლოგიური პროექტის წარდგენა დაევალება, რომლის მიხედვითაც შენობის მიმდებარე ტერიტორიას გაამწვანებს.
„ახალი რეგულაციების თანახმად, დაინტერესებულმა პირმა, ვისაც მშენებლობის ნებართვის მიღება სურს, უნდა უზრუნველყოს შესაბამისი დენდროლოგიური პროექტის მომზადებაზე და ის მერიასთან შეათანხმოს. ეს ეხება არა მარტო კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანდება და მოწესრიგდება“, – განმარტა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც. თუ რამდენად არის შესაძლებელი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს.“განხორციელდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად გაიცემა სამშენებლო ნებართვები”, – განმარტავს თბილისის მერი.
ტეგები