სიახლეები
-
08 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 17 თვეში დასრულდება
2018 წლის 7 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განიხილა სახელმწიფო მნიშვნელობის, ზემო იმერეთისა და ონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნული პროექტის 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა დაწყებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
"სამუშაო მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: გზის საწყისი წერტილი სარეკი-საჩხერე, ქვემო ხევი-უზუმთა-შქმერი-უშოლთა-ბოყვა-ზუდალი. აღიშნული პროექტი რეგიონის თითოეულ მცხოვრებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს დედაქალაქთან კავშირს . საჩხერე - ონის საავტომობილო გზის პროექტის დასრულება იგეგმება17 თვეში. ასევე განხილული იქნა: შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, საგლოლო-ჭიორა-ღების საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდ. ჩვეშურაზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ხიდი 32 მეტრის სიგრძის და 7 მეტრი სიგანის იქნება , არსებული ხიდის დემონტაჟი მოხდება მას შემდეგ, რაც ახალი ხიდი შევა ექსპლუატაციაში. ხიდის მშენებლობის დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის ბოლოს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი - ემზარ საბანაძე, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - შუქურა ჯაფარიძე და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.ტეგები