სიახლეები
-
07 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტამდე საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის პროექტების მომზადება იტალიურ კომპანიას სურს
ანაკლიის პორტამდე საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის დეტალურ პროექტების მომზადება იტალიურ კომპანიას სურს.იტალიური Spea Engineering S.p.A. ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა. კომპანია დეტალური დოკუმენტაციის მომზადებაში 9.046 მლნ ლარს ითხოვს, ტენდერის ზედა ჭერი 10.9 მილიონს აღემატაბოდა.
თუ კომპანია გამარჯვებულად გამოცხადდება, მან ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის პროექტი 13 თვეში უნდა მოამზადოს. ამ პროექტებით ინფრასტრუქტურის მშენებლობას მთავრობა განახორციელებს, რასაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება ითვალისწინებს.SPEA Engineering -ს ინტეგრირებული საინჟინრო მომსახურების მიწოდების 50 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის გზების, აეროპორტების, რკინიგზების და ავტოსადგომების კუთხით.
ტეგები