სიახლეები
-
06 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა იწყება
ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა 6 თვეში, ლისის ტბის ,,მწვანე ქალაქის“ მიმდებარედ დაიწყება. ამის შესახებ bm.ge-ს ,,თიბისი ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალის ბიზნეს-გეგმაც და პროექტიც უკვე დასრულებულია, - ეს უკანასკნელი ამერიკულმა ჯგუფმა ,,ფორუმმა„ მოამზადა, რომელიც სამედიცინო სფეროში სპეციალიზირდება. ჰოსპიტალს ოპერირებასა და მენეჯმენტს ასევე ამერიკული კომპანია ,,ნოვა“ გაუწევს.
"გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, ნებისმიერი ადამიანი იტყვის, საშუალება რომ ჰქონდეს ავადმყოფს საზღვარგარეთ წაიყვანდა, ამის მიზეზი ისაა, რომ საავადმყოფოების დიდი რაოდენობის მიუხედავად, ნდობა და ხარისხი არ არსებობს. ჩვენ ეს მდგომარეობა უნდა შევცვალოთ. ამისათვის კი საჭიროა ძალიან მაღალი ხარისხის ჰოსპიტალის გაკეთება, როგორც მომსახურებით, ისე განათლებული პერსონალით. ჩემთვის ეს გამოწვევა და უმნიშვნელოვანესი საკითხია“-აღნიშნა ხაზარაძემ. მისი თქმით, ამ პრობლემის გამო პაციენტები ქვეყნიდან გადიან, რაც ყოველწლიურად ასეულობით მილიონი დოლარის გადინებას ნიშნავს.
პირველ ეტაპზე ჰოსპიტალი 150 საწოლზე იქნება გათვლილი, რაც ამერიკული სტანდარტით მინიმალური მოთხოვნაა. ამასთან, ჰოსპიტალში სამუშაოდ 25 მაღალკვალიფიციური ქართველი ექიმი ჩამოვა, რომლებიც დღეს აშშ-ში მუშაობენ.
ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობზე სავარაუდოდ 40 მილიონი დოლარი დაიხარჯება.ტეგები