მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  თებერვალი  2018

    5 წელიწადში საქართველოს დერეფანმა 6.1 მილიონი ტონა ტვირთი დაკარგა

    ბოლო 5 წელიწადში საქართველოს დერეფანმა 6.1 მილიონი ტონა ტვირთი დაკარგა.

    2017 წელს, სატრანსპორტო დარგებმა 41.5 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, წლიურად კლება 0.8 მლნ ტონა.

    საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 16.3 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, ყველაზე მეტი ფოთის პორტმა, სადაც ტვირთბრუნვის ზრდაა 6.7 მილიონამდე.

    საავტომობილო გადაზიდვები წლიურად 0.3 მლნ არის გაზრდილი 30.7 მილიონამდე, სარკინიგზო გადაზიდვები 1.2 მლნ შემცირდა (10.7 მლნ), კლებაა სამოქალაქო ავიაციის ტვირთებშიც, აქ 0.9 ათასით, 32 ათასამდე შემცირდა ტვრითბრუნვა.

    რაც შეეხება კონტეინერების გადამუშავებას, მაჩვენებელი გაზრდილია 394 787 TEU-მდე, რაც 2014 წლიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.

    ტვირთბრუნვის კლება 2 ძირითად ფაქტორს უკავშირდება, ბოლო წლებში რეგიონში აქტივობის შემცირების ფონზე სატრანზიტო ტვირთები შემცირებულია, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ნავთობის ფასის ვარდნის გავლენით, ნედლი ნავთობის მილსადენებში გადამისამართება გახდა. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები