მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  თებერვალი  2018

    რა პროექტებს ახორციელებს უმსხვილესი დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი

    დეველოპერული კომპანია „ალიანს ჯგუფი“ მიმდინარე სამი პროექტის დასრულებას 2018-2019 წლებში გეგმავს.

    კომპანია თბილისში კომპლექსს „ალიანს ჰაილაინს ( Alliance Highline )“ აშენებს. ცათამბჯენიანი პრემიუმ კომპლექსი ვაკეში 40-სართულიანი საცხოვრებელი შენობისა და ორი, შედარებით დაბალსართულიანი, შერეული ტიპის ცათამბჯენისაგან შედგება, რომლებშიც სასტუმროებისა და კურორტების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი Wyndham Hotel Group იქნება წარმოდგენილი სასტუმროთი და აპარტამენტებით. პროექტის ბიუჯეტი $75 მილიონს აჭარბებს. კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

     

    ,,Alliance Highline" Tbilisi



    კომპანია მსოფლიო დონის ცათამბჯენს ( Alliance Palace ) აშენებს ბათუმში, რომლის მშენებლობა 2018 წლის ივნისისთვის დასრულდება. ცათამბჯენში Courtyard by Marriot-ის სასტუმრო კი ოფიციალურად 2019-ის აპრილში გაიხსნება.

    “ალიანს პალასის” 41-სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის ზედა სართულებზე კი პრემიუმ-კლასის აპარტამენტები განთავსდება. “ალიანს პალასის” პროექტში “ალიანს ჯგუფი” $45 მილიონს დააბანდებს.

     

    ,,Alliance Palace" Batumi



    2018 წელს დასრულდება კიდევ ერთი პროექტი “ალიანს რიზორთი”, რომელიც შავი ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრში, გოდერძის უღელტეხილზე 100-ნომრიანი სასტუმროა. სასტუმროს მართვას Ramada Worldwide განახორციელებს.

     

    ,,Alliance Resort" Goderdzi



    2005 წელს დაარსებულ “ალიანს ჯგუფს” 20-ზე მეტი ფართომასშტაბიანი პროექტი აქვს საქართველოში განხორციელებული. ბოლო 11 წლის მანძილზე, დასრულებულ პროექტებში კომპანიამ $200 მილიონზე მეტის ინვესტირება მოახდინა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები