სიახლეები
-
06 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა სრულდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
ვიზიტორთა ცენტრის სამშენებლო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ადგილზე მოეწყობა საგამოფენო სივრცე, კაფეტერია და საკონფერენციო დარბაზი. შენობაში ასევე განთავსდება ადმინისტრაციის ოფისი.
ვიზიტორთა ცენტრი გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. პროექტის ეფექტურად განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულება 1 070 500 ლარს შეადგენს.ტეგები