სიახლეები
-
05 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
სამშენებლო კომპანია ”სვეტის” მენაშენეები მირცხულავას ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის დროულად ჩაბარებას ითხოვენ
სამშენებლო კომპანია ”სვეტის” მენაშენეები მირცხულავას ქუჩაზე საცხოვრებელი კომპლექსის დროულად ჩაბარებას ითხოვენ. მირცხულავას ქუჩაზე მდებარე სამშენებლო კომპანია "სვეტის" მშენებარე კომპლექსთან მენაშეენეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, კომპლექსი 2017 წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა ობიექტზე მშენებლობა შეჩერებულია. მენაშენეები იმასაც აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ფინანსური ვალდებულება ყოველთვე პირნათლად სრულდება, თუმცა, გადახდილი თანხა გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება.
”სვეტის” მენაშენეებს პრეტენზიები აქვთ სადაზღვევო კომპანია ”ალდაგთანაც”. კერძოდ, როგორც ისინი აცხადებენ, სადაზღვევო კომპანიას, მშენებლობის შეჩერების შემთხვევაში უნდა უზრუნველეყო სხვა დეველოპერის მოძიება, თუმცა ამ დრომდე მშენებლობის შეჩერებაზე არც სადაზღვევო კომპანია რეგაირებს.
როგორც დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე მენაშენეებმა განაცხადეს, მშენებლობას პრობლემები აქვს თბილისის მერიაშიც. კერძოდ, მათი ინფორმაციით, მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების არ არსებობის გამო მერიის შესაბამისმა სამსახურმა შაეჩერა. ”მშენებლობა ამჟამად მერიის გამოა შეჩერებული, თუმცა მანამდეც წელიწადნახევარი იყო შეჩერებული. მიზეზი, თუ რატომ არ გვიშენებენ კორპუსს, რაშიც ფული გვაქვს გადახდილი, ჩვენთვის გაუგებარია”, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მაყვალა ლაფიაშვილმა.ტეგები