სიახლეები
-
03 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
მსოფლიოში პირველი 1 კილომეტრზე მაღალი შენობა
წითელი ზღვის სანაპიროზე, ჯიდაში მსოფლიოში პირველ 1 კილომეტრზე მაღალ შენობას აშენებენ.
1 007-მეტრიანი "სამეფო კოშკი" საუდის არაბეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ცენტრალური ოფისი იქნება - სასტუმროთი (Four Seasons), აპარტამენტებით და საოფისე სივრცით.
ბოლო სართული 637 მეტრზე იქნება. დანარჩენი 400 მეტრი კოშკია - ტელე და რადიო ანტენებით.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.
სამეფო ოჯახი 1.6 კილომეტრიანი (1 მილი) შენობის აშენებას ითხოვდა, რაც არსებული ტექნოლოგიებით და ბიუჯეტით შეუძლებელია.