მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 02  თებერვალი  2018

    კორდი შენობის მოსაპირკეთებელი ენერგოეფექტური მასალის წარმოებას იწყებს

    სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „კორდი“ გაფართოებას შეძლებს.

    კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას ულტრაწმინდა მასალების, კერძოდ შენობის მოსარპიკეთებელი მასალის წარმოების შესაძლებლობას მისცემს.

    „კორდი“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში შეძლებს საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, დღიურად 50-60 ტონა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც სოფელ ახალთერჯოლაში მდებარეობს, 30 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

    „კორდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 268 000 ლარს შეადგენს.

     

     

     

     


პარტნიორები