მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივნისი  2016

    ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის

    ევროპის ჩემპიონატზე "ევრო 2016" იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი.

    როგორც "ბიზნესკონტაქტს" საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივალნმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ განუცხადა კომპანია "აჭარა ტექსტილი“ ფაბრიკებს ამ ეტაპზე ბათუმის გარდა ქობულეთშიც ფლობს და უახლოეს პერიოდში მისი გახსნა ფოთშიც არის დაგეგმილი.

    საქართველოში დამზადებული სპორტული ტანისამოსით 33 გუნდი მარაგდება წარწერით Made in Georgia.

    "აჭარა ტექსტილის" ქარხანა 2010 წელს გაიხსნა, ადგილზე 3000-მდე ადამიანია დასაქმებული.

    ფოტო : adjarasport.com


პარტნიორები