სიახლეები
-
31 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
რა სამუშაოები შესრულდა ანაკლიის პორტზე მუშაობისას, წინასამშენებლო ეტაპის განმავლობაში?
რა სამუშაოები შესრულდა ანაკლიის პორტზე მუშაობისას, წინასამშენებლო ეტაპის განმავლობაში? საქართველოს სამშენებლო პროექტების გვერდი
Thouse.Ge - ანაკლიის პორტის სიახლეებს დიდ ყურადრებას აქცევს და გთავაზობთ მუდმივ განახლებად და უახლეს ინფორმაციას ჩვენი გევრდის მკითხველისთვის
“ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება 2016 წელს დაიწყო. გაგაცნობთ აქამდე დასრულებული პროექტების ნაწილს:
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ შეარჩია და გამოავლინა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი - მსხვილი
ამერიკული კომპანია SSA Marine-ი. ის ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორია.
მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა. დაახლოებით 600-გვერდიან დოკუმენტზე კონსორციუმთან ერთად წამყვანი საერთაშორისო კომპანია MTBS-ი მუშაობდა.
მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ წამყვანი საერთაშორისო კომპანიები:Moffatt & Nichol-ი, Royal HaskoningDHV-ი და Van Oord-ი.
წამყვანმა ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა, რომლის განხორციელებულ პროექტებს შორისაა სუეცის არხის გაფართოება და „დუბაის პალმების“ მშენებლობა, ანაკლიის პროტის საზღვაო საინჟინრო კვლევები ჩაატარა.
დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს. უკვე ჩატარდა ტენდერი იმ კომპანიების გამოსავლენად, რომლებმაც ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა უნდა შეიმუშაონ. “ანაკლია სითი“ მოლაპარაკებას აწარმოებს 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან, წინარე ხელშეკრულებები გააფორმა მასშტაბურ ეკონომიკურ ზონებთან და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებთან.
ანაკლიის პორტის პროექტს ქართულ და ამერიკულ კომპანიებთან ერთად ჩინური კორპორაცია ZPMC-ი შემოუერთდა. იგი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პარტნიორი და პროექტის ინვესტორია.ტეგები