სიახლეები
-
30 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მასშტაბური პროექტი იწყება ( VIDEO )
ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციის II ფაზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს.
შენდება სატუმბი სადგურები, რეზერვუარები და გამანაწილებელი ქსელი. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 92 მილიონი ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში დასაქმდა 200-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.ტეგები