სიახლეები
-
29 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ანაკლიის შემდეგ კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში აშენდება
საქართველოში კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება და მას "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი" ააშენებს. როგორც კონსორციუმის ხელმძღვანელი თამაზ ჩხიკვიშვილი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, პირველ გემს პორტი 2020 წელს მიიღებს, ხოლო ინვესტიციის მოცულობა ამ ეტაპზე დაახლოებით 100 მილიონი დოლარია.
თუმცა, ეს თანხა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში კიდევ გაიზარდოს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ახლაც წარმატებით მიმდინარეობს. "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" და "ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა" თანამშრომლობის მემორანდუმს გასულ კვირას მოაწერეს ხელი.
ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა გასული წლის ბოლოს "ანალიტიკასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.
„დღეს არ დგას ღრმაწყლოვანი პორტისთვის დამახასიათებელი დიდი ტვირთების მიღების საჭიროება“,- განაცხადა 1 დეკემბერს გასულ ინტერვიუში კლასუს ჰოლმ ლოურსენმა.
ამავე გადაცემაში ფოთის პორტის გენერალურ დირექტორს უპასუხა ანაკლიის პორტის განმახორციელებელი კომპანიის „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ. მან აღნიშნა, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა, რადგან ისინი უკვე დიდი ხანია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევიან.ტეგები