სიახლეები
-
29 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
კობი-გუდაურის სათხილამურო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-კეთილმოწყობის ტენდერი გამოცხადდა
კობი-გუდაურის სათხილამურო არეალები ერთმანეთს სასრიალო ტრასებით დაუკავშირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 370 800 ლარია.
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ 2017-2018 წლებში ახორციელებს კობი-გუდაურის დამაკავშირებელი სამთო-სათხილამურო დანიშნულების საბაგირო სისტემის მშენებლობას, რომლის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მოწყობა. შესყიდვის მიზანია კობი-გუდაურის სამთო-სათხილამურო არეალების დამაკავშირებელი მაგისტრალური სასრიალო ტრასების ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა, რომლის რეალიზებით შესაძლებელი გახდება ტურისტულად დატვირთვადი აუცილებელი (მაგისტრალური) სასრიალო ტრასების მშენებლობა და ექსპლოატაციაში გაშვება,“-ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.ტეგები