სიახლეები
-
26 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისის ბაგა-ბაღების საუკუნოვანი შენობები სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს
თბილისში შესაძლოა, ჯერ კიდევ XX საუკუნეში აშენებული ბაგა-ბაღების უმეტესობა დაიხუროს. შენობებს ექსპერტიზა უტარდება. თბილისის სამმა, N19, N 125 და N 84 -მა საბავშვო-ბაღებმა ფუნქციონირება დღეს შეწყვიტა.
არ არის გამორიცხული, რომ შემოწმების შემდეგ სხვა ბაღებმაც შეწყვიტონ ფუნქციონირება. ბაღების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ლ.სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზეა დამოკიდებული.
თბილისის N 19 ბაგა- ბაღი 1960 წელს აშენდა, N 125 ბაგა-ბაღი _ 1907წელს. ხოლო N 84 ბაგა-ბაღი 1963 წლიდან მოქმედებს
თბილისის მერიამ ექსპერტებს, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე ბაგა-ბაღის შენობის ვარგისიანობის შემოწმება დაავალა. ორკვირიანი შემოწმების შედეგად, ექსპერტიზის დასკვნა 18 იანვარს დაიდო. თუმცა, მერიის გადაწყვეტილება ბაღების დახურვის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
როგორც “კვირა” ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით იტყობინება, თბილისის N19 ბაგა-ბაღის პირველი და მეორე შენობის ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საჭიროა შენობებს ჩაუტარდეს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები, დეტალური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე დამუშავებული კონსტრუქციული პროექტის მიხედვით, რის შედეგადაც დადგინდება შენობების აღდგენის რენტაბელობა. “არსებული მდგომარეობით ბაგა-ბაღის ექსპლუატაცია არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად“ – ნათქვამია დასკვნაში.27173671_2051843955037890_4963471407690499272_o
N19 ბაგა-ბაღის ამორტიზირებულ შენობას 244 აღსაზრდელი ჰყავს. ბაღის დირექტორის ხატია ბუჩუკურის ინფორმაციით, შენობა გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა, ორი წლის წინ კი კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა.
აღსაზრდელები დღეს, ვერც ვარკეთილში არსებულმა N28-ე ბაგა-ბაღმა მიიღო, რასაც მშობლების უკმაყოფილება მოჰყვა.
ბაღის დირექტორ მანანა ხეცურიანის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შენობა ამორტიზებულია, თუმცა მისი ექსპულატაცია ერთი წლის განმავლობაში დასაშვებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღის დახურვის გადაწყვეტილება ბაღების სააგენტოს არ მიუღია.
მშობლები ეჭვობენ, რომ დაგეგმილია შენობის მთლიანად დანგრევა და აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვა დანიშნულების ნაგებობის აშენება. ისინი აქციების გამართვით იმუქრებიან.
„როდესაც დაიწყო ზამთრის არდადეგები, ჭორის დონეზე გავრცელდა ხმა, რომ ბაღი არის ავარიული, უნდა დაინგრეს და მაშინვე იყო საუბარი იმაზე, რომ ალტერნატიული ფართი უნდა მოძებნილიყო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, ნანა ზაზანაშვილმა.
როგორც თავად ბაღის დირექტორი აცხადებს, შენობის დანგრევაზე დასკვნაში არ არის საუბარი. დოკუმენტში მითითებულია, რომ გამაგრებითი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამჟამად თბილისის მხოლოდ სამი საბავშვო ბაღი დაიხურა, დარჩენილი 800 აღსაზრდელი კი სხვადასხვა ბაღში, 29 იანვრამდე უნდა გადანაწილდეს.ტეგები