მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივნისი  2016

    ორბი ჯგუფი: უახლოეს 2 წელში ბათუმი 365 დღეზე გათვლილ კურორტად იქცევა

    კომპანია "ორბი ჯგუფი“ უახლოესი რამდენიმე წლის განამვლობაში ბათუმში სასტუმრო ნომრების რაოდენობის გაზრდას თითქმის 8000-ით გეგმავს. კომპანიამ მიმდინარე თვეს ბათუმში ორი მასშტაბური პროექტის დაწყებაზე განაცხადა, მათგან ერთ-ერთი ახალ ბულვარში მულტიფუნქციური სასტუმროს აშენებას, ხოლო მეორე კი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო კომპლექსი Twin Tower-ის მშენებლობას მოიცავს.

    როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა, ბათუმში ტურისტების რაოდენობა მზარდია, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს მეტი ინვესტიცია განახორციელონ. ირაკლი კვერღელიძის განცხაადებით, ბათუმში გაზრდილია მიწის ნაკვეთების ფასიც, - ბოლო აუქციონზე კომპანიამ მიწა აუქციონის საწყის ფასზე 100%-ით მეტ თანხად შეიძინა.

    "სტატისტიკა და ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში, ნებისმიერი სახის მშენებლობა ნამდვილად იქნება იმ საჭიროების შესატყვისი, რაც ტურისტული კუთხით ბათუმში იქმნება.

    ქალაქის პოტენციალი ბევრად მეტია. ჩვენი გათვლებით თუ ვთქვათ წლიურად დატვირთვა იქნება 60-65% ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმი მოემსახურება დაახლოებით 800 000-დან მილიონამდე ტურისტს. წელს ტურისტების რაოდენობა იზრდება, ესეთი აქტიური ივნისი არ მახსოვს და შესაბამისად პოტენციალი სასტუმრო ნომრების მშენებლობის კუთხით საკმაოდ დიდია. ამით არის განპირობებული ჩვენი აქტივობაც", - აცხადებს კვერღელიძემ.

    მისივე თქმით, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ბათუმი 365 დღიან კურორტად იქცევა, რასაც ხელს უწყობს ერთის მხრივ სათამაშო ბიზნესის განვითარება და ასევე ის ფაქტიც, რომ დასვენების დღეებსა და შაბათ-კვირას ბათუმში დამსვენებლების რაოდენობა იზრდება.

    "ვიმედოვნებთ რომ გაგარძელდება ფესტივალებისა და ღონისძიებების ჩატარების მიმართულება. ასე რომ ვერ ვხედავ ბათუმს როგორც მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ ქალაქს, არამედ ვხედავ როგორც ქალაქს რომელსაც 365 დღიანი აქტიური ცხვრება ექნება“, - განმარტავს კვერღელიძე. მისივე თქმით, კომპანია "ორბი ჯგუფი“ ორი წლის განმავლოში თბილისის, ბაკურიანისა და ბათუმის მასშტაბით მშენებლობებს დაახლოებით მილიონ კვადრატზე განახორციელებს.


პარტნიორები