მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  იანვარი  2018

    KfW-ს მხარდაჭერით საქართველოში 318 მლნ ევროს პროექტები დაფინანსდება

    გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერით, 2018 – 2020 წლებში, საქართველოში 318 მლნ ევროს პროექტებს დააფინანსებს.

    პროექტების შესახებ KfW -ს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) დელეგაციის წევრებთან პირველმა ვიცე-პრემიერმა ისაუბრა.

    მათ შორის, ყურადღება გამახვილდა საქართველოში ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ჯვარი-წყალტუბო-ახალციხის 500 კვტ გადამცემი ხაზის და სხვა ენერგოობიექტების მშენებლობას.

    ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს GIZ-ის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები