მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  იანვარი  2018

    ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება

    ნენსკრა ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის 80%-ზე მეტი უჭერს მხარს,- ამის შესახებ "საქმიან დილაში" მესტიის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა განაცხადა.


    მისი თქმით, პროექტის პერსპექტივის გათვალისწინებით, საკმაოდ გაზრდილია ადგილობრივი შემოსავლებიც.


    „ნენსკრა ჰესიდან გასულ წელს ადგილობრივმა ბიუჯეტმა 2,2 მლნ ლარი მიიღო, რაც ისეთი მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც სვანეთია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",-განაცხადა გამგებელმა.


    მისივე თქმით, საუბარი იმის შესახებ, რომ ჰიდროელექტროსადგურის გამო სვანეთში 700 ჰა ტყის მასივი იჩეხება, არასწორია. მისი თქმით, პროექტის ყველაზე დიდი რეზერვუარი 267 ჰა ფართობს მოიცავს.

    კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ "განუკითხაობის პერიოდში, 2013 წლამდე" მოსახლეობა ამ რაოდენობის ტყეს 2 დღეში ჩეხავდა და საშეშედ იყენებდა.

    280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი" პარტნიორ კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ენგურის შენაკადზე აშენებს.

    სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება. მშენებლობას საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული უმსხვილესი იტალიური კომპანია Salini Impregilo ქართულ კონტრაქტორ სამშენებლო კონსორციუმთან GCC ერთად ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარია.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები