სიახლეები
-
24 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
მსოფლიოს ხუთი გრანდიოზული პროექტი
Kingdom Tower
Kingdom Tower, რომელიც საუდის არაბეთში შენდება, გაერთიანებულ საამირეობის ”ბურჯ ხალიფაზე” 167 მეტრით მაღალი იქნება და ის სიმაღლის მიხედვით მსოფლიოში ნომერ პირველი შენობა გახდება.
Kingdom Tower პირველი შენობა იქნება პლანეტაზე, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 1 კილომეტრი იქნება. პროექტის ღირებულება 1,2 მლრდ დოლარია და შენობაში ოფისები, ობსერვატორია, სასტუმრო ”Four Seasons” და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტერასასა (157–ე სართულზე) განთავსდება. ცათამბჯენის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და ის ექსპლუატაციაში 2019 წელს შევა.Shanghai Tower
ჩინეთში 121-სართულიანი Shanghai Tower, რომლის მშენებლობა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, 4,2 მლრდ დოლარი დაჯდება. შენობა 2015 წლის ბოლოს გაიხსნა და დღეის მონაცემებით ის მსოფლიოში სიდიდით მერე შენობაა.
მრავალფუნქციური ცათამბჯენი ცხრა სხვადასხვა ვერტიკალური ზონისგან შედგება და გარს გამჭვირვალე მინის საფარი აკრავს.Dubai Pearl
დაპროექტებულ ხელოვნურ კუნძულებს შორის, როლებსაც სამყაროს ცალკეული ნაწილების ფორმა ექნებათ. უდიდესი სავაჭრო ცენტრებს შორის, რომელიც კი კაცობრიობას უნახავს. 73–სართულიანი Dubai Pearl-ის მშენებლობა, რომელიც სპარსეთის ყურეს გადაჰყურებს, 2009 წელს დაიწყო და 2016 წელს დასრულდა. შენობაში 1800 კაცზე გათვლილი თეატრია, რომელშიც დუბაის საერთაშორისო კონფერენციები იმართება.
Agora Garden
Agora Garden 2016 წელს გაიხსნა. შენობას ორმაგი სპირალისებრი ფორმა აქვს. ეს არის კომპრომისი ადამიანსა და ბუნებას შორის. 20 სართულიანი Agora Garden ლუქს კლასის „მწვანე“ შენობაა. ის იმითა უნიკალური, რომ მასზე განთავსებულია ასევე მზის ბატარეები და შეუძლია ასევე წვიმის წყალი სასმელ წყლად გარდაქმნას.
World One
ცათამბჯენ World One-ს მშენებლობა 2016 წელს დასრულდა და ის 117–სართულიანია. სიმაღლის გამო ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი იქნება. აღსანიშნავია, რომ World One-ს სიმაღლის შესაძლოა სხვა შენობებიც უსწრებდნენ, მაგრამ მასში მხოლოდ საცხოვრებელი ბინებია განთავსებული და ის სხვებივით მრავალფუნქციურ შენობას არ წარმოადგენს.
World One-ში მხოლოდ მდიდრები ცხოვრობენ, ისიც შეზღუდული რაოდენობით, რადგანაც ცათამბჯენში მხოლოდ 300 ერთეული სამ და ოთ–ოთახიანი აპარტამენტია. თუმცა World One-ის მფლობელებმა კარგად იციან, რომ შენობა ყველაზე დიდი საცხოვრებელი სახლის ტიტულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, რადგანაც ინდოეთში World One-ზე მაღალი საცხოვრებელი სახლის აშენება აქვთ გადაწყვეტილი.
ტეგები