მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  იანვარი  2018

    თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობა დროებით შეჩერდა

    თბილისის მერიის განმარტებით, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა, სადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად მთის დემონტაჟი ხორციელდება, დროებით შეჩერებულია.

    ​ზედამხედველობის სამსახურმა სამშენებლო კომპანიასთან შეთანხმებას მიაღწია, რის საფუძველზეც მთის ფერდობზე მიწის სამუშაოები საკითხის საბოლოო შესწავლამდე შეჩერდა.
    “ნინო ჟვანიას ქუჩაზე არსებულ მთის ფერდობზე, მიმდინარე მიწის სამუშაოები თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, მშენებელ კომპანიასთან შეთანხმებით შეაჩერა. ამ ეტაპზე ხორციელდება ობიექტის შესწავლა, რის შემდეგაც კანონისმიერი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, -განაცხადეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.
    ​ქალაქის ცენტრში, ძველი თბილისის რაიონში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მთის დემონტაჟი მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გააპროტესტეს და დედაქალაქის მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

    მათი შეფასებით, ნადგურდება მთაწმინდისა და კუს ტბის გამყოფი ქედი, ულამაზესი ადგილი დედაქალაქში.

     

     

     

     

     

     


პარტნიორები