მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  ივნისი  2016

    ყაზბეგის გამზირზე ორი 38 სართულიანი "თაუერის" მშენებლობაში $120 მილიონის ინვესტირება იგეგმება

    კომპანია "ორბი ჯგუფი“, თბილისში ყაზბეგის ქუჩაზე, ორი 38 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, შენობები ყოფილი სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსდება, სადაც დემონტაჟის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

    ირაკლი კვერღელიძეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია სამშენებლო ნებართვას ელოდება, რის შემდეგაც აქტიური სამუშაოები დაიწყება.

    ადგილზე 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსება იგეგმება.

    "ქალაქმშენებლობის პირობები დადგენილია, უახლოეს პერიოდში ველოდებით მშენებლობის ნებართვის მიღებას და აქტიური სამშენებლო სამუშაოების დაწყებას. პროექტის დამუშავება აქტიურ ფაზაშია და ამით თითქმის 25%-ით გავზრდით ქალაქში არსებულ სასტუმრო სისტემას“, - განმარტავენ კომპანიაში.

    სასტუმრო კომპლექსი მრავალფუნქციური იქნება და მასში კომერციული ფართები და საკონფერენციო ადგილები განთავსდება. ასევე ადგილზე იგეგმება სამორინეს გახსნაც, კვების ობიექტების მოწყობა, ღია და დახურული საცურაო აუზის განთავსება.

     


პარტნიორები