სიახლეები
-
16 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
გიჟურ" პროექტად წოდებული „სტამბოლის არხი“ ქალაქს შუაზე გაყოფს
„სტამბოლის არხის“ მარშრუტი ცნობილია. თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეთ არსლანმა „გიჟურ“ პროექტად წოდებული „სტამბოლის არხის“ შესახებ პრესკონფერენცია გამართა და განმარტა, რომ 45 კმ-იანი პროექტის მშენებლობა უკვე დაწყებულია.
მინისტრის თქმით, შავი ზღვის მარმარილოს ზღვასთან დამაკავშირებელი არხის პირველადი საბურღი სამუშაოები ქუჩუქჩექმეჯეს რაიონში უკვე მიმდინარეობს.
როგორც პროექტის ვიზუალური გრაფიკიდან ჩანს, "სტამბოლის არხი" ბოსფორის სრუტის მსგავსად ქალაქ სტამბოლს შუაზე გაყოფს და სტამბოლის ნაწილი "სტამბოლის არხსა" და ბოსფორის სრუტეს შორის კუნძულის სახით დარჩება.
„სტამბოლის არხის“ მიზანი კი ბოსფორის სრუტის განტვირთვაა. არხის მშენებლობა, ოპტიმისტური გათვლებით მთავრობას 10 მლრდ დოლარი დაუჯდება.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გეგმას უფრო პოლიტიკური მოტივი გააჩნია: არხი მოწოდებულია „დაჩრდილოს პანამისა და სუეცის არხები“.
სამომავლოდ ახალი არხის გამოყენება მოხდება როგორც საკრუიზო ასევე სატვირთო გემების მიერ. ამავე არხით იგეგმება ასევე საშიში ნივთიერებით დატვირთული გემების გატარებაც.
პროექტის ფარგლებში მარმარილოს ზღვაში დაგეგმილია ხელოვნური კუნძულების გაშენებაც. პროექტ „სტამბოლის არხი“-ს მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის, ანუ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ პროექტი პირველად 2011 წელს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაანონსა.
წინასწარი გათვლებით გეგმის არხი დღეში 160 გემის გატარებას შეძლებს.
დღეისათვის ბოსფორის არხით წელწადში 53 ათასი გემის გატარებაა შესაძლებელი.ტეგები