მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  იანვარი  2018

    თბილისში ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზა გაფართოვდება

    ლაგუნა ვერეს მიმდებარედ გზა გაფართოვდება. თბილისის მერიას უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომლითაც ლაგუნა-ვერეს მიმდებარე გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენა უნდა მოხდეს.

    შესყიდვის ღირებულება 54 ათასი 811 ლარია.

    წინადადებების მიღება 19 იანვარს დაიწყება და 22 იანვარს დასრულდება.

    თბილისის მერის კახი კალაძის ინფორმაციით, პროექტი მხოლოდ გზის გაფართოებას გულისხმობს და ესტაკადის მშენებლობას არ ითვლისწინებს.

    „ეს ინფრასტრუქტურული პროექტი 2018 წელს განხორციელდება და ის თავად ”ლაგუნა ვერეს” ტერიტორიას არ შეეხება", - განაცხადა კალაძემ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები