მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  იანვარი  2018

    რას ნიშნავს "მწვანე კარკასი" და შენდება თუ არა ასეთი შენობები საქართველოში

    ამას წინათ ნათესავმა მახარა, - ბინა მიშენდება, ზაფხულისთვის "მწვანე კარკასით" ჩამაბარებენო. მწვანე კარკასი რას ნიშნავს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამის მიუხედავად, შენაძენი გულითადად მივულოცე, დავემშვიდობე და უცნობი სამშენებლო ტერმინის გასარკვევად სპეციალისტს დავუკავშირდი.

    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ენერგოაუდიტორი ნანი მეფარიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არასწორად ხდება ზოგიერთი უცხოური ტემინების გადმოტანა და დამკვიდრება, რაც ცუდია, რადგან არაქართულ წრეებში მისი გაჟღერებისას, ძალიან არაკომპეტენტურის შთაბეჭდილებას ვტოვებთ.

    "მწვანე მშენებლობა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ძალიან ძვირადღირებული მშენებლობაა, რომელიც ბუნებრივი მასალებით მიმდინარეობს, ანუ მშენებლობის პროცესში არ უნდა იყოს გამოყენებული ისეთი მასალა, რომელსაც შექმნისთვის გენერირებული ენერგიის მოხმარება დასჭირდება. მწვანე მშენებლობის პროდუქტი ექსპლუტაციაში გაშვების შემდეგ, უნდა ფუნქციონირებდეს ისე, რომ გარემოს ზიანი არ მიაყენოს, ანუ ნაკლებად უნდა გამოიყენოს გენერირებული ენერგია, როგორიცაა: გაზი, ელექტროენერგია ა.შ. უნდა იყოს 0, ან 0-თან მიახლოებული ენერგომოხმარების შენობა, რომელიც გამოიყენებს განახლებად ენერგიას - მზეს, ქარს და ა.შ. ასეთ შენობას ენიჭება მწვანე სერთიფიკატი. ასე რომ მწვანე მშენებლობა ძვირადღირებული სიამოვნებაა"

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები