მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  იანვარი  2018

    სამშენებლო ნებართვები სატრანსპორტო პოლიტიკის გაუთვალისწინებლად აღარ გაიცემა

    თბილისის მერიის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, გაუქმდება ეკოლოგიისა და გამწვაბების საქალაქო სამსახური და მის ნაცვლად გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური შეიქმნება. ასევე, არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების სამსახური. არქიტექტურის სამსახური იქნება სერვისებზე ორიენტირებული, ხოლო ქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკას წარმართავს ურაბანული განვითარების სამსახური.


    როგორც კახა კალაძემ თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის პროექტის პრეზენტაციაზე დღეს განაცხადა, ამ ცვილებების უმთავრესი მიზანია მერიის საქალაქო სამსახურები იყოს არა უბრალოდ ტექნიკური აღმასრულებლები, არამედ პოლიტიკის შემქნელები და გამტარებლები. ცვლილების მიზანია გაძლიერდეს კოორდინაცია მერიის საქალაქო სამსახურებს შორის.


    მისივე ინფორმაციით, ურბანული განვითარების სამსახურის ძირითადი მიმართულება იქნება მუნიციპალური პოლიტიკის გატარება დაგეგმარება და განახლება, ასევე ქალაქმშენებლობის პროცესების მართვა. აღნიშნული სამსახური გადაწყვეტილებებს მოაზადებს ქალაქის სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკის საფუძველზე.
    “აქამდე, სამშენებლო ნებართვები გაიცემოდა და ეკოლოგიის სამსახურს არავინ არაფერს ეკითხებოდა. ეს მიუღებელია. როდესაც ჩვენ გვაქვს პორეტებნზია, რომ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა უნდა გავაუმჯკობესოთ, საჭიროა ასეთი რეფორმების გატარება. ძალიან ბევრი მაგალითი გვაქს, თუ კონკრეტული ქუჩები, სადაც უამნრავი საცხოვრებელი სახლია აშენებული და ელემენტარული გათვლა არ არსებობს იმისა, რამდენად არის ესა თუ ის ქუჩა ავტომობილების გამტარუნარიანი”,- აცხადებს კალაძე.
    მისივე თქმით, თბილისის ახალი მთავრობა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებას გეგმავს და შესაბამისად საჭიროა არსებობდეს გამჭვირვალე, სწორი და ეფექტიანი მართვის სისტემა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები