მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  იანვარი  2018

    ფოთის პორტში 100 მილიონიანი პროექტი იწყება

    ფოთის პორტში 100 მილიონიანი პროექტი იწყება.

    ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ (APM Terminals Poti) და ,,ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაში.

    ტერმინალს წლიურად შეეძლება მინიმუმ 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გადამუშავება და იგი ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს შესძენს საქართველოს სატრანზიტო დერეფანს. ახალი ტერმინალის აშენება განიხილება ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე და მისი ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

    ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთს” (APM Terminals Poti) აქვს შესაძლებლობა, გააფართოვოს ფოთის პორტი ჩრდილოეთის მიმართულებით ,,ჩრდილოეთ ტერიტორიის" ფარგლებში, რომელიც მოიცავს ახალ მოლოს, მშრალი ნაყარი ტვირთების საერთაშორისო სტანდარტების ტერმინალებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, განვითარებასა და ექსპლუატაციას.

    შემდგომ ეტაპზე ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი (PNTC), ჩამოაყალიბებს რა ექსპერტთა ჯგუფს, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შექმნის, განავითარებს და მართავს მშრალი ნაყარი ტვირთების ტერმინალებს, დაგეგმავს შესაბამის ინფრასტრუქტურას და სათანადო ნაგებობებს.

    ეიპიემ ტერმინალსი (APM Terminals) - ერთ-ერთი უმსხვილესი პორტების ოპერატორი კომპანია -მზადაა, განაგრძოს თავისი საქმიანობა და მოემსახუროს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ლოგისტიკურ საზოგადოებას და სხვა მომხმარებლებს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მისცემს საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკის ზრდას საქართველოში.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები