მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  იანვარი  2018

    თურქული პროექტი „პანამისა და სუეცის არხების დაჩრდილვას“ ითვალისწინებს

    თურქეთი 51 კმ-იანი ახალი არხის მშენებლობას გეგმავს, რომლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

    პროექტი ბოსფორის სრუტის განტვირთვისკენაა მიმართული, რომელიც შავ და ხმელთაშუა ზღვებს მარმარისის ზღვით ერთმანეთთან აკავშირებს.

    არხის მშენებლობა, ოპტიმისტური გათვლებით მთავრობას 10 მლრდ დოლარი დაუჯდება.
    ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გეგმას უფრო პოლიტიკური მოტივი გააჩნია: არხი მოწოდებულია „დაჩრდილოს პანამისა და სუეცის არხები“.

    ახალი არხის მშენებლობის დასრულება 2023 წლისთვის, ანუ თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავის იგეგმება.

    სტამბოლის დასავლეთით 100 კმ-იანი არხის მშენებლობა პირველად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2011 წლის არჩევნებისას დაანონსა.

    გეგმის თანახმად, არხი დღეში 160 გემის გატარებას შეძლებს, მათ შორის ტანკერებისაც.

    დღეისათვის ბოსფორის არხით წელწადში 53 ათასი გემის გატარებაა შესაძლებელი.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები