სიახლეები
-
12 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
ფოთის სტადიონი ექსპლუატაციაში მარტიდან შევა
ფოთში საფეხბურთო არენის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
ახლა სტადიონზე ტრიბუნისქვეშა სათავსოები შენდება და პარალელურად მზადდება გადახურვისთვის საჭირო ლითონის ფორმები.
ადგილობრივი მედიის ცნობით საფეხბურთო არენაზე მიმდინარე სამუშოები ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს, მოიცავს როგორც სამშენებლო სამუშაოებს, ისე სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით, ელექტროობით, გათბობითა და ვინტილაციით უზრუნველყოფას. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომებიც.ფოთის სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში შევა.
Sarbieli.Geტეგები