სიახლეები
-
საჩხერეში ძალოსნობის დარბაზის მშენებლობა სრულდება
ქალაქ საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე მდებარე ძალოსნობის დარბაზი დასრულების ფაზაშია.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ბენიამენ ფალავანდიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ივანაშვილმა ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძესთან ერთად სპორტული კომპლექსი მოინახულა.
სამუშაო შ.პ.ს. "ლამოდერნა"-მ სახელშეკრულებო ღირებულებით 636 891 ლარად შეასრულა. აღნიშნული თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
Sarbieli.Ge

ტეგები




