მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  იანვარი  2018

    სამშენებლო კომპანია “რედ-კო” ახალ გუდაურში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს

    სამშენებლო კომპანია “რედ-კო” ახალ გუდაურში ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს.

    „რედ-კოს“ დამფუძნებლის მირიან ქათამაძის თქმით, კომპანია 2018 წლის განმავლობაში მშენებლობების ინტენსიურობის გაორმაგებას გეგმავს – ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გენგეგმის მიხედვით კიდევ 7 შენობის მშენებლობის დაწყებაა გათვალისწინებული.

    2012-2016 წლებში „რედკოს“ ინვესტიციამ ახალ გუდაურში 45 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ჯამში 5 აშენებული და 5 მიმდინარე პროექტით გამოიხატა.

    აღსანიშნავია, რომ „რედ-კო“ 2018 წელს გუდაურში 5 აპარტოტელითა და უამრავი სიახლით შეხვდა. კომპანიის გეგმა 4-სეზონიანი კურორტის შექმნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ გრძელდება და რამდენიმე წელში კომპანიას უკვე მთლიანობაში 26-მდე პროექტი ექნება განხორციელებული.

    გამორჩეულია „რედ-კოს სპა“, ახალი ევროპული სტანდარტების რესტორანი “მითლოუფ,” ლაუნჯ ბარში “ჩერი ფიქი”, პირველი სამორინე Casino Gudauri და გლამურული მაღაზია Besplendid – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გერმანული ბრენდის Bogner-ის ზამთრის სპორტული კოლექციით.

    კომპანიამ უკვე არაერთგზის დაანონსა 5-ვარსკვლავიანი, 140-ნომრიანი სასტუმრო Radisson Blu Gudauri-ს გახსნა 2019 წლისთვის.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები