სიახლეები
-
12 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
მაისში უძრავი ქონების რეგისტრაცია 11,6%-ით გაიზარდა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის მაისში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 46 707 ერთეული შეადგინა. ა.წ. მაისი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის მაისთან (46 856 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 0.3%-ით, 2013 წლის მაისთან (38 497 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 21.3%-ით, 2014 წლის მაისთან (40 836 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 14.4%-ით, 2015 წლის მაისთან (41 867 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 11.6%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 16.4%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (29.4%-ით), ისე მეორადი (12.3%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.
წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (19.9%-ით), ისე მეორადი (9.6%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2016 წლის მაისის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 9 416, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 291 ერთეული შეადგინა.