მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  იანვარი  2018

    ავტობანი ზესტაფონს ჩრდილოეთიდან შემოუვლის

    ავტობანი ქალაქ ზესტაფონში აღარ გაივლის.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით უკვე მომზადდა ალტერნატიული დერეფნის გეგმა, რაც ითვალისწინებს ხეობაში ახალი გვირაბების და ხიდების დახმარებით 4 ზოლიანი გზის გაყვანას.

    საუბარია შორაპნიდან არგვეთამდე ახალი გზის გაყვანაზე, რომელიც ქალაქ ზესტაფონის ჩრდილოეთით გაივლის. გზა ითვალისწინებს ახალი გვირაბის გაჭრასაც. .

    ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთას ახალ საპროექტო მონაკვეთზე სულ დაგეგმილია 20 გვირაბის მოწყობა - 9 გვირაბის (საერთო სიგრძით 6880მ) თბილისი-არგვეთას და 11 გვირაბის (საერთო სიგრძით 5470მ) არგვეათა- თბილისის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია თბილისი-არგვეთას მიმართულებისთვის ორი არსებული გვირაბის გამოყენება.


    პროექტის ძირითად კონსტრუქციებს წარმოადგენს ხიდებიც, რომლებიც გადაკვეთს ხეობას, მდინარეებს და სხვა დაბრკოლებებს. სულ დაგეგმილია 34 ხიდის მოწყობა (16 არგვეთა - თბილისის და 18 თბილისი არგვეთას მიმართულებით).

     

     

    პროექტირების მიზნებისთვის საპროექტო გზის მონაკვეთი სამ ნაწილად (ლიტად) დაიყო:


    F2 – ბორითი-ხევი, დამფინანსებელი აზიის განვითარების ბანკი (ADB),


    F3 – ქვ-წევა-ბორითი, დამფინანსებელი ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB),


    F4 – არგვეთა-ქვ.წევა, დამფინანსებელი იაპობის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA).


    პროექტები საჯარო განხილვისთვის უკვე წარდგენილია. განხილვა 22 თებერვალს გაიმართება.

     

     

     

     

     


პარტნიორები