მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  იანვარი  2018

    სტამბოლის ახალი აეროპორტის 3D ვერსია (ვიდეო)

    კომპანია IGA-მ სტამბოლის ახალი აეროპორტის 3D ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. სტამბოლის მესამე აეროპორტის გახსნა ოფიციალურად 29 ოქტომბრისთვისაა ჩანიშნული. ამ დროისათვის სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული რეისებისათვის უკვე დახურული იქნება და IATA-გან მინიჭებულ კოდს - IST- სწორედ ამ ახალ აეროპორტს დაუთმობს.

    სტამბოლის ახალი აეროპორტს პირველ ეტაპზე დიდი ტერმინალი ექნება, რომელიც 1,4 მლნ კმ.მ-ზე იქნება გადაჭიმული. აეროპორტი წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.

    სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.

     

    ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება იქნება ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება:

    რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;

    114 თვითმომსახურების ჯიხური;

    51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;

    228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;

    77 გასასვლელი;

    Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;

    42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

     

     

    სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყება, ხოლო მეორე - 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.

    მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.

     

     

    აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები