მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  იანვარი  2018

    როგორი იქნება თაბორის მთაზე მშენებარე სასტუმროსა და გოლფ კლუბის კომპლექსი?

    ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს, რომელიც საკუთარ ვებგვერდზე კომპლექსის ფოტოებს აქვეყნებს.

    ტერიტორიაზე გოლფის სათამაშო მოედნების, ღია სპორტული მოედნების, გოლფ კლუბის და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.



    ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე და თაბორის მთის კალთაზე აღნიშნული პროექტის განხორციელებას კომპანია „თაბორი რიზორთსი“ გეგმავს, რისთვისაც 60 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სარწყავი-სადრენაჟე სისტემის დამხმარე ტექნიკური ნაგებობის მოსაწყობად საჭირო, დამატებით 4 433 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მთავრობისგან გასული წლის ოქტომბერში მიიღო საკუთრებაში. როგორც საკრებულოს 10 ოქტომბრის განკარგულებაში იყო აღნიშნული ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურად 102 ათასი ლარი განისაზღვრა.

    აღნიშნული პროექტი თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. რაც შეეხება კომპანია „თაბორი რიზორთსს“, საჯარო რეესტრის 2017 წლის 25 მაისის ამონაწერის მიხედვით, შპს „თაბორი რიზორთსის“ 100%-იანი წილი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს ეკუთვნის. 

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები