სიახლეები
-
08 იანვარი 2018
თქვენი რეკლამა
2021 წლისთვის, ანაკლიის პორტში განთავსებული იქნება თანამედროვე ტიპის საკონტეინერო ტერმინალი
გლობალურად, საკონტეინერო გადაზიდვები კომერციულად სულ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო ხდება.
2021 წლისთვის, ანაკლიის პორტში განთავსებული იქნება თანამედროვე ტიპის საკონტეინერო ტერმინალი, 625 მეტრის სიგრძის მისადგომით, რომელსაც ერთდროულად 2 გემის მიღება შეეძლება. მისი გამტარუნარიანობა წელიწადში 900 000 TEU-მდე იქნება (TEU= 20 ფუტიანი კონტეინერი). იგი თანამედროვე, "Ship-to-Shore" ტიპის ამწეებით აღიჭურვება.
უმთავრესი კი მისადგომებთან პორტის სიღრმე, 16 მეტრია. ეს ანაკლიას საშუალებას მისცემს, მიიღოს და მოემსახუროს ბოსფორის გავლით შემომავალ ყველაზე დიდ გემებსაც კი.ტეგები