მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  იანვარი  2018

    ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევრო გამოიყო

    ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 28 მილიონი ევრო გამოყო. შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და EBRD-ს რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალნავერამ მოაწერეს.

    მინისტრმა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობას ხაზი გაუსვა და აღნიშნა, რომ ენერგეტიკაში, წყალმომარაგების სისტემასა და ტრანსპორტის სფეროში ერთობლივი პროექტები განხორციელდა და ხორციელდება EBRD-ის დახმარებით.


    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 2016 წელს საქართველოში 250 მილიონი დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული, 2017 წელს 50 მილიონით მეტი. ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა კი დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.


    ენეგურჰესი საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგურია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა, სიმძლავრე 1300 მეგავატი. 2017 წლის 11 თვეში მან 3.366 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც მთლიანი გენერაციის 32.2%-ს შეადგენს. ენგურჰესი დღემდე რჩება ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთ წყაროდ.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები