მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  იანვარი  2018

    ანაკლიის მშენებლობაზე დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

    ანაკლიის პორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.

     

    ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მსურველებს შეუძლიათ საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ცენტრებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს მიმართონ, ქალაქში კი სამხარეო ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე მივიდნენ, სადაც რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.


    ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებს დეკემბრის ბოლოს სამშენებლო მოედანზე გამართული გრანდიოზული ღონისძიება მიეძღვრა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.


    2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.


    პორტის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება.

    მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა სხვადასხვა სახის სამუშაოს მოიცავს, მათ შორის, საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას. გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას. ითვალისწინებს 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომელიც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით გამაგრდება.


    დაგეგმილია 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობა, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე იგეგმება ბეტონის საფარის მოწყობა; დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის მიმდებარე ტერიტორიაზე, 340 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე შენდება. პროექტი სულ 9 ფაზად განვითარდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. პროექტის განხორციელება 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები