მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  იანვარი  2018

    გუდაურში სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort-ი ფართოვდება

    გუდაურში სასტუმრო Quadrum Ski & Yoga Resort-ი ფართოვდება. სასტუმრო გუდაურში 2017 წლის მარტში გაიხსნა, გაფართოებას მენეჯმენტი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეძლებს.

    პროექტის ფარგლებში დამატებით 14 ახალი ნომერი მოეწყობა.

    ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას 428 კვ.მ. მომიჯნავედ მდებარე სახელმწიფო ქონება 79 000 ლარად გადაეცა.

    სასტუმრო ხის კონტეინერებისგან არის დამზადებული. მისი მშენებელობა, როგორც სასტუმროს გახსნისას გაცხადდა 1,5 მლნ ლარი დაჯდა. ფინანსები კომპანიამ მაშინაც “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში მოიძია.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები