სიახლეები
-
გუდაურში რედისონის ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება
კომპანია ,,Red-co” 2017 წელს, გუდაურში რედისონის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროს გახსნის.
სასტუმროს გახსნის ხელშეკრულებას, რედისონის წარმომადგენელმა და კომპანია ,,Red-co” – ს დირექტორმა მირიან ქათამაძემ, დღეს ოფიციალურად მოეწერეს ხელი.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში კომპანია 15 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.
სასტუმროში განთავსდება 105 ნომერი, ასევე რამდენიმე რესტორანი, სპა, ღია და დახურული საცურაო აუზი და ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა რაც მაღალი კლასის სასტუმროს ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი.
კომპანია იმედოვნებს რომ ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გუდაურში პირველად გაიხსნება, კურორტს კიდევ უფრო საინტერესოს და მიმზიდველს გახდის, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი დამსვენებლებისათვის.
სამშენებლო კომპანია Red-Co




