სიახლეები
-
10 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
როგორ წაახალისებს თბილისის მერია მწვანე სახურავების განვითარებას ჯერ-ჯერობით უცნობია
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქში მწვანე სახურავების განვითარება ძვირადღირებული იდეაა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, "მწვანე სახურავების" მოწყობა მშენებელი ინვესტორებისთვის არა სავალდებულო, არამედ – შესაძლებლობაა.
"ეს არის ერთ–ერთი მასტიმულირებელი ელემენტი. თუ ვინმეს სურვილი ექნება, შესაძლებელია, ეს მიმართულება განავითაროს. ეს არ არის სავალდებულო. ეს იაფი სიამოვნება არ არის, ძვირადღირებულია და გარკვეული ტიპის საკონსტრუქციო მოწყობას საჭიროებს" – განმარტა ლექვინაძემ.
ამ ეტაპზე თბილისის მერიაში არ აკონკრეტებენ, რა სახის წამახალისებელი მექანიზმები იქნება აღნიშნული იდეით დაინტერესებული სამშენებლო კომპანიებისთვის.
შეგახსენებთ, რომ მწვანე სახურავების განვითარების საკითხის გააქტიურების აუცილებლობაზე დავით ნარმანიამ გასულ თვეს ისაუბრა.
"ქალაქში აქტიური უნდა გახდეს "მწვანე სახურავების" თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით! დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან", - განაცხადა ნარმანიამ.