სიახლეები
-
20 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
"2017 წელს სამშენებლო სექტორის რეალიზაცია 15%-ით გაიზარდა"
2017 წელს სამშენებლო სექტორის რეალიზაცია 15%-ით გაიზარდა,- ამის შესახებ საქმის კურსს სამშენებლო კომპანია GDG-ის ხელმძღვანელმა ბეჟან წაქაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეალიზაცია გაიზარდა, ფასები შემცირებულია თბილისის გარეუბნებში და გაიზარდა ცენტრალურ უბნებში, სადაც მშენებლობები ფაქტობრივად აღარ არის.
"გარეუბნებში მცირედით დაეცა ფასები, ალბათ 5%-ით, ცენტრალურ უბნებში კი სარეალიზაციო ღირებულება მაღალია და ალბათ მომავალ წელს კიდევ უფრო მაღალი იქნება. გაჭირდა აქ მშენებლობები, რადგან მოთხოვნა მაღალია. ბევრს უნდა ქალაქის ცენტრში ბინის შეძენა, მაგრამ ბინები არ არის. პრაქტიკულად აღარ არის კონკურენცია ცენტრალურ უბნებში, რადგან საერთოდ აღარ შენდება ბინები",- აცხადებს ბეჟან წაქაძე.