სიახლეები
-
20 დეკემბერი 2017
თქვენი რეკლამა
დეკორატიული ფილების მწარმოებელი კომპანია Geo New Style საქართველოს ბაზარზე გაყიდვებს აჩერებს
დეკორატიული ფილების მწარმოებელი კომპანია Geo New Style საქართველოს ბაზარზე გაყიდვებზე უარს ამბობს და ძირითადი აქცენტის გაკეთებას ექსპორტზე გეგმავს. კომპანიაში ამის მიზეზად ქართულ ბაზარზე პროდუქციის მიმართ დაბალ ინტერესს ასახელებენ.
Geo New Style 2017 წელს დაფუძნებული ბიზნესია, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა დიზაინის ინოვაციური დეკორატიული აგურების და ფილების წარმოებას, ყალიბების და ფორმების დამზადება, მშენებლობას და რემონტს.
პროდუქცია ხელნაკეთი დეკორაციებია, მათ შორის: ცოცხალი ყავის, ფოსფორის, სარკის და სხვადასხვა სახეობის მოსაპირკეთებელი დეკორაცია. ამ ეტაპზე კომპანია 18 სახეობის პროდუქტზე მუშაობს, თუმცა მომხმრებლის შეკვეთის შესაბამისად ნებისმიერი ფორმის, ზომისა და მასალისგან დამზადებაა შესაძლებელი.
როგორც „კომერსანტს“ GNS -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა კახა თუთბერიძემ განუცხადა, ქართულმა ბაზარმა პროდუქცია ვერ მიიღო და მისი რეალიზაციის გართულებაც სწორედ ამან გამოიწვია.
„ბაზარზე რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა. პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, საქართველოში რეალურად არ არსებობს. ამჟამად ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ და საქართველოს ბაზარზე მისი გაყიდვა შევწყვიტოთ.Geo New Style-ი „სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული კომპანიაა. კომპანიამ ბაზარზე დეკორატიული ფილების რეალიზაცია ივნისში დაიწყო. „აქტიურად დავიწყეთ მარკეტინგი და ეტაპობრივად ყველა ქსელში გამოვჩნდებით. გარდა ამისა, ვფიქრობთ ექსპორტზეც, კერძოდ აზერბაიჯანში, საიდანაც უკვე იყო ინტერესი და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, - აცხადებდა კომპანიის დირექტორი ივნისში.
აღსანიშნავია, რომ GNS -ის საწარმო რუსთავში მდებარეობს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 44,500 ლარი „სტარტაპ საქართველოს ინვესტიცია: 40,000 ლარს შეადგენს. GNS -ის საწარმო რუსთავში მდებარეობს. 1 ფილის ფასი 3 ლარია, 1 კვ.მ-ის მოპირკეთებას კი, 100 ფილა სჭირდება. კვადრატულის ღირებულება 300-ლარიდან იწყება.ტეგები