მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  დეკემბერი  2017

    მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-გარდაბნის" 19კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა

    საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-გარდაბნის" 700მმ დიამეტრის და 19კმ სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა დაასრულა.

    სამშენებლო სამუშაოებო ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია "კომფორტმშენ XXI"-მ შეასრულა. ახლად აშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები უკვე განახორციელა შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ.


    "წითელი ხიდი-გარდაბნის" პროექტის განხორციელებით საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მთლიანად დაასრულებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის "წითელი ხიდი-საგურამოს" 95 კმ სიგრძისა და 700მმ დიამეტრის ახალი მონაკვეთების მშენებლობას. აღნიშნული მონაკვეთები ჩაანაცვლებს არსებულ კოროზირებულ და სხვაგვარად დაზიანებულ მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთაგან ზოგიერთი 1959 წელს იქნა ექსპლოატაციაში შესული.


    სამშენებლო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 421 858 ლარს სამშენებლო მასალების გარეშე.


    ზემოაღნიშნული მონაკვეთის მშენებლობით მნიშვნელოვნად გაიზრდება მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ფუნქციონირების საიმედოობა და უზრუნველყოფილი იქნება აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი გაზის მზარდი მოცულობების საქართველოს მომხმარებლებისათვის შეუფერხებლად მიწოდება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები