მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  დეკემბერი  2017

    თბილისში მშენებლობების 50% ვაკე-საბურთალოზე მოდის

    კომპანია KPMG Georgia-მ „ამწეების ინდექსი“ გამოაქვეყნა, რომელშიც 2017 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში განხორციელებული მშენებლობებია გაანალიზებული.
    კვლევა მხოლოდ მასშტაბურ მშენებლობებს მოიცავს და მასში არ შედის მცირე ზომის კომპლექსების მშენებლობა.

    საანგარიშო პერიოდში სამშენებლო მოედნებზე გამოვლენილი იყო 117 ამწე, რაც 2017 წლის პირველ კვარტალთან (107 ამწე) შედარებით 9,3%-ით მეტია, ზრდას წარმოადგენს (107 ამწე).

    კვლევის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ყველაზე მიმზიდველი დეველოპერებისა და კერძო ინვესტორებისთვის იყო. აღნიშნულ სეგმენტზე სამშენებლო სამუშაოების 67.2% მოდის, ხოლო მულტიფუნქციურ შენობებზე კი 15,5% მოდის.
    საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი მშენებლობა ვაკეში დაფიქსირდა. ვაკის რაიონი პირველ ადგილზეა ათას მოსახლეზე ამწეების რაოდენობის მიხედვით. მას მოსდევს საბურთალო, ისანი-სამგორი, ნაძალადევი და გლდანი. ჯამში მშენებლობების 50% ვაკე-საბურთალოზე მოდის.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები