სიახლეები
-
15 დეკემბერი 2017თქვენი რეკლამა
“ევრო დიზაინი” ფართოვდება
კომპანია შპს „ევრო დიზაინი“ გაფართოებას შეძლებს. საწარმო, რომელიც თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარეობს, გაფართოების შედეგად დამატებით 43 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
პროექტის განხორციელებას კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შეძლებს.
„ევრო დიზაინი“ ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასში შესთავაზებს.
კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 010 744 ლარს შეადგენს.
კომპანია დაარსდა 2014 წელს. კომპანიას აქვს თანამედროვე, ტექნიკურად აღჭურვილი ახალი საწარმოები, რაც საშუალებას იძლევა უმაღლესი ხარისხის ევროპული მასალისაგან ადგილზევე დამზადდეს სამშენებლო მასალები. გარდა სამშენებლო პრდუქციის წარმოებისა კომპანიის Eurodesign-ის ძირითადი მიმართულებებია მშენებლობა, რემონტი, მოპირკეთება,სამშენებლო მასალების ლოჯისტიკა, არქიტექტურა და პროექტირება.
2017 წლის ნოემბრის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 316 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 766 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 12 700-ზე მეტ ადამიანს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში ‒ ბიზნესის“ მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. სააგენტოს მთავარი მისია ქართული საწარმოების მხარდაჭერაში, მოგების გაზრდასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის განვითარებაში მდგომარეობს.




