მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  დეკემბერი  2017

    თბილისში, შანიძის ქუჩაზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს

    თბილისის მთაწმინდის რაიონში, შანიძის ქუჩის №1-ში, ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.
    ​პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. რკინის კონსტრუქციით შემოისაზღვრება ფანჯრები და კარი. ასევე, მოწესრიგდება და შეიღებება გარე ფასადი.

    მათივე ინფორმაციით, სამუშაოები თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, სადაც ღირებულების 90%-ს გამგეობა, ხოლო 10%-ს მოსახლეობა გადაიხდის.
    ​გამაგრების სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება. 2017 წელს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის მიერ თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 26 ავარიული სახლი გამაგრდა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები